დედოფალა (სინდიოფალა)

ივნისი 11th, 2012
ნანახია : 4123

დედოფალა (სინდიოფალა)
დედოფალა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. საქართველში გვხვდება დედოფალას ორი ქვესახეობა: დიდკავკასიური დედოფალა და მცირეკავკასიური დედოფალა.
სხეული წაგრძელებულია და მოქნილი, სხეულის სიგრძე 13 -28 სმ, კუდისა 4-6 სმ, წონა 50-100გრ. საქართველოს ტერიტორიაზე ბეწვის შეფერილობა ზამთარში არ იცვლება, ზურგის მხარეზე ის ყოველთვის მოყავისფრო-რუხია, მუცელზე თეთრია ან მოყვითალო. ჩრდილოეთზე შეფერილობა ზამთრობით თეთრია.
გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილო აფრიკა, აზიის უმეტესი ნაწილი, ჩრდილო ამერიკა. საქართველოში გავრცელებულია ყველგან 3500 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.
ადგილსამყოფელი მრავალგვარია: ველები, ზეგნები, ბუჩქნარები, ტყის მასივები, ახოები. მაღალ მთიანეთში გვხვდება კლდოვან ადგილებში, ქვაყრილებში.ზოგჯერ სახლდება სოფლებში და ქალაქის გარეუბნებში სადაც ბინადრობს ეზოებსა და ნაგებობებში. ბუდეს იკეთებს მღრღნელების სოროებში, კლდეთა ნაპრალებში, ხეების ფესვების ქვეშ. იკვებება ძირითადად თაგვისებრთა მღრღნელებით, მაგრამ ხშირად თავს ესხმის კურდღლებსა და ფრინველებს. ჭამს გველებს, ხვლიკებს, ზოგჯერ მწერებს. საკვების გამოლევის შემთხვევაში იცვლის ბიმადრობის ადგილს. ნადირობს მთელი დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ უფრო ხშირას ღამით. მდედრი შობს მაის -ივნისში 4-7 , უფრო იშვიათად 8-9 უსუსურ თვალაუხელელ ნაშიერს.
ბეწვი მდარე ხარისხისაა, რის გამოც დედოფალას სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. დიდი სარგებლობა მოაქვს თაგვისებრი მღრღნელების მასობრივი განადგურებით.

ნადირობა აკრძალულია

გადმოტანიალია:http://nadiroba.uyure.com/-დან

დატოვე კომენტარი

*
*

  • ვინ არის საიტზე

  • მთვლელები

    www.wsa.ge Google PageRank Checker
  • ჩვენი ანგარიში

    TBC ბანკი

    მომხმარებლის სახელი: 2296620

    კონვერტის ნომერი: 31367

    ანგარიშის ნომერი: GE12TB7000000365158203

  • ბოლო ფოტოები

    
  • ამინდი

  • ვალუტის კურსი


ბოლო ვიდეოები

კალმახზე თევზაობა 11/ 06/ 2012
ნანახია : 4124
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა 11/ 06/ 2012
ნანახია : 4125
იხვზე ნადირობა 11/ 06/ 2012
ნანახია : 4126
თევზი ჭამს იხვის ჭუკს 11/ 06/ 2012
ნანახია : 4127
საოცარი ვიდეოების კრებული!!!!!!! 11/ 06/ 2012
ნანახია : 4128
Saitebi.Me