საგაზაფხულო ნადირობა ტყის ქათამზე

ივნისი 9th, 2012
ნანახია : 5029

ძალიან ბევრისთვის ტყის ქათამზე ნადირობა ყველაზე პრიორიტეტულია, ალბათ, იმიტიმ, რომ მისი მოპოვება არც თუ ისე ადვილია.

ამ ფრინველს ყველაზე მეტად ეხერხება ტყე-ბუჩქნარში დამალვა. აფრენისასაც მონადირე წამიერად თუ მოჰკრავს მას თვალს, რადგან ის მყისიერად ეფარება ხეს ან ბუჩქს და ისე გაუჩინარდება, რომ ბევრჯერ გაწბილებულ მონადირეს უნებურად ეჭვიც კი უჩნდება, ნამდვილად ტყის ქათამი დაინახა თუ არა.

ეს საშუალო ზომი მოყავისფრო-მორუხო ფრინველი ერთი შეხედვით საკმაოდ, სადად, უბრალოდ გამოიყურება, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ყველაფერი მშვენიერი აქვს. ორიგინალურ იერს მას მეტად ლამაზი, დიდი, თითქმის კეფასთან განლაგებული ბდღვიალა თვალები აძლევს, რომლის საშუალებითაც ის მშვენივრად ხედავს, თუ რაა ხდება ზურგსუკანაც კი. ტყესჰი იგი უფრო მეტად გაფანტულად, ერთეულებად გვხვდება და ნადავლიც უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ მოკრძალებულია ხოლმე. შემოდგომომით იღბლიანი მონადირე შეიძლება მის მასობრივ გადაფრენასაც წააწყდეს, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ ასეთი შემთხვევები მას არასოდეს დაავიწყდება.

საშემოდგომო გადაფრენისას მონადირეს კარგად გაწაფული ძაღლი უნდა ჰყავდეს, თან სროლაშიც დაოსტატებული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ უძაღლო მონადირეები გაფაციცებით ელოდებიან გაზაფხულს, რადგან ტიხტიხის ფერიოდში მაინც შეძლონ მეტ-ნაკლებად შედეგიანი ნადირობა. (ამგვარი ნადირობა საქართველოში არ არის კულტივილებური, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენთან ყოველგვარი საგაზაფხულო ნადირობა აკრძალულია და მეორეც, იგი აქ არ მრავლდება და, ცხადია, არც ტიხტიხებ.)

როგორ ტიხტიხებენ ტყის ქათმები? მამალი ფრინველი დილით ადრესრულ და გვიან საღამოს-მზის ჩასვლის შემდეგ დედალთან შესახვედრად ტყის თავზე დაფრინავს დაბალ (20-25 მეტრი) სიმაღლეზე და თავისებური სტვენით ეხმიანება მას. სატიხტიხო ადგილები, როგორც ჩანს, რაღაცით გამორჩეულია, რადგან ფრინველები თითქმის ყოველთვის ერთი იიგივე მარშრუტით სარგებლობენ. მათი საყვარელი ადგილებია: ბალახით ან დაბალი ბუჩქნარით დაფარული ტყეში გაკაფული მცირე ფართობები, უმნიშვნელოდ, ხევებით დაღარული მონაკვეთები, არყის ხის ვიწრო კორომები…

სწორედ ასეთი ადგილები წინასწარ აქვთ ხოლმე შერჩეული მონადირეებს და განაკაფი (გზების) განაპირას ხესთან ან ბუჩქთან დგებიან. მართალია, ამ დროს საგულდაგულო შენიღბვა საჭირო არ არის, მაგრამ მაინ სასურველია, რომ მონადირე ბევრს არ მოძრაობდეს და არ დარბოდეს ერთი ადგილიდან მეორემდე. მშვიდად ცდა სჯობს.

მამალი ფრინველი დამახასიათებელი საქორწილო სტვენა დაახლოებით ასე შეიძლება გადმოიცეს: „კვოგ, კვოგ სცი“. ამგვარი სტვენით უვლის ის თავზე ტყე-ბუჩქნარს და დედალს უხმობს. მისგან განსხვავებით, დედალი ჩუმად დაფრინავს და ძალიან იშვიათად მხოლოდ პირველ ბგერას გადმოსცემს. რა თქმა უნდა, ჩუმად მფრინავ ფრინველზე სროლა დაუშვებელია, რათა შემთხვევით დედალი არ შემოაკვდეს მონადირეს.

შებინდებისას, როცა ყველა მგალობელი ფრინველი გაჩუმებულია და ცალკეული უკვე კარგად გასარჩევია, ტყის ქათმები ტიხტიხს იწყებენ და სმენად ქცეული მონადირეც გაფაციცებით ელოდება, თუ როდის გაიგონებს სანუკვარ ხმას. უნდა აღინიშნოს, რომ ტყის ქათმის საკმაოდ მკაფიოდ და შორ მანძილზე ისმის და მონადირეს საშუალება ეძლევა სათანადოდ მოემზადოს სასროლად.

აი, ერთმა ფრინველმა შედარებით მოშორებით გადაიფრინა, მეორემაც შორს, მაგრამ ზურგს უკან ჩაუარა; უკიდურესად დაძაბულ მონადირეს კიდევ მოესმა ტიხტიხის ხმა და ქათამა ზუსტად მასზე მოფრინავს დაბლა, ნისკარტდაშვებული ნელა მოლივლივებს ბინბუნდში და ამ დროს იგი ღამის დიდ პეპელას უფრო გავს, ვიდრე ფრინველს. მჭახედ გაისმის გასროლის ხმა და ნახევარრკალად შემოხრილი ფრინველი ნეშოთი დაფარულ მიწაზე ეცემა. სიბნელეში ზუსტად გამხმარი ფოთლებისფერი ნანადირევი ძნელი მოსაძებნია, საამისოდ ელექტროფანარია საჭირო. რა თქმა უნდა, უკეთესია თუ მონადირეს კარგად დაგეშილი, აპორტირების მქონე მეძებარი ან სპანიელი ჰყავს თან. ამ ნადირობისას ძაღლის ფუნქცია მხოლოდ ჩამოგდებული ფრინველის მოძებნა და აპორტირებაა, ამიტომ იგი პატრონთან უნდა იჯდეს მშვიდად და ტყეში თავისუფლად არ უნდა დარბოდეს.

სანადიროდ ყველაზე კარგი პირობებია – თბილი, წყნარი, მოღრუბლული საღამო. ამ დროს ტყის ქათმებით შედარებით დაბლა და ნელა დაფრინავენ. უეცარი აცივებისას სატიხტიხო ფრენა შესუსტებულია ან საერთოდ შეწყვეტილია ხოლმე. ასევე ცუდია ძლიერი ქარიც, რადგან ფრინველები საკმაოდ მაღლა, თან ძალიან სწრაფად დაფრინავენ და და მათზე სროლა უმაღლეს ოსტატობას მოითხოვს.

ტიხტიხზე ნადირობისას ყველანაირი თოფი გამოდგება, მთავარია იგი კარგად მორგებული ჰქონდეს მონადირეს, მაგრამ რადგან სროლა ძირითადად ახლო და საშუალო მანძილზე ხდება უპირატესობა მაინც ცილინდრულ ლულებს ენიჭება.

და აი, საბოლოოდ ჩამობნელდა, ტიხტიხი შეწყდა. მონადირე ელექტროფანარს ჩართავს და გზას შინისაკენ კმაყოფილი გაუდგება-კიდევ ერთი გაზაფხულის დადგომას შეეგება, რამდენიმე საათით გამოეთიშა ყოველდღიურ საფიქრალ-საზრუნავს… გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მოინადირა რამე თუ არ…

ჟურნალი “ნადირობა”

დატოვე კომენტარი

*
*

  • ჩატი

    • tengomengo
      gaixare nukri mere gavidet gasatestad tofis Shesadzleblobebic unda gamovcado da vaznebic unda movurgo sauketeso
      29 June 2014
    • nukrifox
      tengomengo gilocav axali iara\gis shedzenas
      27 June 2014
    • tengomengo
      va es ra kai rame chagirtavt sagol tazoo :P
      28 April 2014
    • nuktifox
      აქ ვარ
      28 April 2014
    • nuktifoix
      ki aq vart
      28 April 2014
    • თაზო
      aq xart?
      27 April 2014
    • თაზო
      აქ ხართ?
      27 April 2014
    • Mariam
      არ ვიცი თქვენ რა გითხრათ ეხლა ლორემ იპსუმ დოლორ სიტ ამეტ
      27 April 2012
    • Mariam
      ლალალა
      27 April 2012
    • Mariam
      asd
      27 April 2012
    Your Shout
  • ვინ არის საიტზე

  • მთვლელები

    www.wsa.ge Google PageRank Checker
  • ჩვენი ანგარიში

    TBC ბანკი

    მომხმარებლის სახელი: 2296620

    კონვერტის ნომერი: 31367

    ანგარიშის ნომერი: GE12TB7000000365158203

  • ბოლო ფოტოები

    
  • ამინდი

  • ვალუტის კურსი


ბოლო ვიდეოები

კალმახზე თევზაობა 09/ 06/ 2012
ნანახია : 5030
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა 09/ 06/ 2012
ნანახია : 5031
იხვზე ნადირობა 09/ 06/ 2012
ნანახია : 5032
თევზი ჭამს იხვის ჭუკს 09/ 06/ 2012
ნანახია : 5033
საოცარი ვიდეოების კრებული!!!!!!! 09/ 06/ 2012
ნანახია : 5034
Saitebi.Me